მიმდინარე წლის 23 იანვარს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

23.01.2024

მიმდინარე წლის 23 იანვარს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე სერგო ლობჯანიძე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
2.ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3.,,ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N 34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5.ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის მარშუტების ინტენსივობისა და ტარიფების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 თებერვლის N 4 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
6.ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — შქმერის, ბოყვის, ზვარეთის, ხეითის და კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.