თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

19.01.2024წ.

თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე, დეტალურად განიხილეს დოკუმენტი და მისი პრიორიტეტები.
პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს ათეას წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
იხილეთ ვრცლად: https://nala.ge/blog_details/256729

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო