მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

20.06.2023

მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N 39 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის „უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა“-ის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

ონის სამხატვრო სკოლაში გაიმართა დამამთავრებელი ჯგუფის სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა.

28 ივნისს, ლიდა გონგაძის სახელობის ონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა, ჩაატარა საანგარიშო ღონისძიება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია