მიმდინარე წლის 17-18 ივლისს ჩატარდა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.

by magda

18.07.2023

მიმდინარე წლის 17-18 ივლისს ჩატარდა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
 ტურნირში მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა.
 გამარჯვებული სოფელ ღარის მინი ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
 გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა გარდამავალი თასითა და ფულადი პრემიით.
ასევე გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადასცეს ბაჩანა მარკოიშვილმა და გიორგი მარკოიშვილმა.
 სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
 ტურნირის საუკეთესო მეკარეს გადაეცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული თედო (ნიკოლოზ) მეტრევლის სახელობის თასი.
 ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა შეხვედრა ონის საფეხბურთო სკოლა “მამისონის” უმცროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის , საუკეთესო მოთამაშეს გადაეცა თასი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content