0
15/07/2026
მიმდინარე წლის 15 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე სერგო ლობჯანიძე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს შემდეგი ინფორმაცია:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2026 წლის 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ონში, კახაბერის ქ. N3-ში მდებარე გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერის (ბულვარი, ს/კ 88.18.25.138) საერთო ფართობიდან (7239.00კვ.მ) 100.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ი/მ ლაშა ჩადუნელისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლით, 2 (ორი) თვის ვადით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
