43
ტრენინგის ორგანიზებას მუნიციპალიტეტებში გაუწევენ სოფლის განვითარების სააგენტოს, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები.
14.11.2023წ.
მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგები იწყება
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მეოთხე ფაზა იწყება.
ტრენინგის მეოთხე ფაზა მოიცავს შემდეგ თემებს
სეზონური სამუშაოები: ფუტკრის ოჯახის დაზამთრება, სკაში მიკროკლიმატის მოწესრიგება, საკვების რაოდენობის განსაზღვრა/შევსება
ვაროას წინააღმდეგ ბრძოლა, უბარტყო პერიოდის გამოყენება
მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება
საფუტკრეების რეგისტრაცია
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა
განვლილი სეზონის შეჯამება, ახალი სეზონისათვის მზადება
ტრენინგებს გაუძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები:
მუნიციპალიტეტი: ონი
ტრენინგის თარიღი/დრო: 15 ნოემბერი 12:00 სთ
ტრენინგის ლოკაცია: გიორგი ორდინიძის საფუტკრე მეურნეობა, სოფ. ღარი
ტრენერი: ლაშა გაგოშიძე 599971775

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღნიშნულ პასუხისმგებელ პირს.
სალომე გობეჯიშვილი
598 710-875 ნაკლების ნახვა
