მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის შესახებ

მიმდინარე წლის 29 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის შესახებ .
ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე, სამუშაოების შესრულების ვადებსა და შემაფერხებელ გარემოებებზე.
მერის განცხადებით ნებისმიერი პროექტის ჩაბარების პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს “აგროლაზიკა”-ს წარმომადგენლები, რომლებმაც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში გააცნეს „კენკროვანი კულტურების“ ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ბაღების გაშენების დაფინანსების პროგრამა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content