მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიამართა

by magda

48408171_2006832419406141_6444249981246242816_n48914143_2006832432739473_6059910112594624512_n49515765_2006832452739471_7334977137025220608_n

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერუჩაშვილი და სოციალური და ჯანმრთლობის დაცვის განყოფილების უფროსი მარინე რაზმაძე.

გიორგი ბერუჩაშვილმა ისაუბრა 2018 წელს მეფუტკრეობის დარგში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, სამომავლო პერსპექტივებისა და გეგმების შესახებ.

სოციალური და ჯანმრთლობის დაცვის განყოფილების უფროსმა მარინე რაზმაძემ ისაუბრა ხსენებულ სფეროში 2019 წელს გათვალისწინებული სიახლეების შესახებ. https://oni.gov.ge/?p=5141

ონის მუნიციპალიტეტის მერმა შეაჯამა განვლილი წელი და დაგეგმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, რომელიც გაიმართება 28 დეკემბერს, ონის კულტურის სახლში 1400 საათზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content