მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

09.05.2022წ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ამ დღის აღსანიშნავად ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქის ცენტრში ბულვარის ტერიტორიაზე არსებული, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული გალაქტიონ რაზმაძისა და ერმალო კობერიძის ბიუსტები ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა