ლიტერატურული საღამო ონში

25.02.2020წ.

მიმდინარე წლის 25 თებერვალს ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართა.
საღამოზე დრამატული წრის აღრსაზრდელებმა წაიკითხეს იუბილარი მწერლების ოტია იოსელიანის, გიორგი ლეონიძის და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე პოეტმა ანა ერისთავმა საკუთარი შემოქმედებიდან საზოგადოებას ახალი ლექსები გააცნო, ხოლო თამაზ (გაბრიელ) ლობჯანიძემ რომანი “ბედთან ჭიდილი” წარმოადგინა. ასევე მოისმინეს ზოდიკო ხომასურიძის ახალი ნოველა და ქეთევან ჯელაძის ჩანახატი “წერილი საგიჟეთიდან”.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა