იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

19.02.2020წ.

19 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიის წევრებთან, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში და საჯარო მოხელეებთან, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობას მიწის კანონმდებლობაზე მუშაობა შეადგენს.
ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა