78
10.05.2022წ.
9 მაისს, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია “გულთა კავშირი”-ს ქუთაისის ორგანიზაციისა და შპს “ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასაწავლო ცენტრი”-ს ინიციატივით, ქ.ონს პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი სტუმრობდა.
მედიკოსებმა, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის ონის საავადმყოფოში, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
საერთო ჯამში, სამედიცინო მომსახურება 200-ზე მეტ ადამიანს გაეწია