იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ონში

20.07.2020წ.

20 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იაპონიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ სსიპ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძე.

ელჩმა უეჰარამ მოსწავლეებს გააცნო იაპონიის დიპლომატიური სამსახური და მისი თავისებურებები, ისაუბრა მისი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და მიღწეული წარმატებების შესახებ. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მსგავსებებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

 ღონისძიების დასასრულს ელჩმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და ბავშვებს მცირედი საჩუქრები გადასცა.

On July 20, within the frames of the visit to the Municipality of Oni, H.E. Ambassador Tadaharu Uehara of Japan to Georgia held a public lecture for the high grade students of the LEPL Simon Skhirtladze Oni Public School. Mr. Davit Chikvaidze, Acting Mayor of the Municipality of Oni and Mrs. Shukura Japaridze, Chairperson of the Sakrebulo of the Municipality of Oni attended the event as well.

 Ambassador Uehara introduced to the students the diplomatic service of Japan and its characteristics as well as main challenges and successful activities of his country. Ambassador underlined the similarities between two countries, already existing partnership relations and perspectives for the future cooperation.

At the end, Ambassador answered to the questions interesting for the attendees and gifted presents to the children.

Embassy of Japan in Georgia

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ