ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება

by magda

31.08.2021წ.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება
სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება, ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი
ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დარსულებულია, დაგებულია 10 კმ-მდე გზა
მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს
მიმდინარე სამუშაოები რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content