21
11.08.2021წ.
მიმდინარე წლის ივნის-ივლისის თვეში, ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშხიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილი შეთა), ჩატარდა მცირე სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
გაიჭრა რამდენიმე საცდელი თხრილი, რის შედეგადაც გამოვლინდა ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან, ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ცხოვრების, საკმაოდ, ხანგრძლივ კვალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაჭის ტერიტორიაზე ანტიკური ხანის ნამოსახლარი ამ დრომდე არ არის მიკვლეული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი კვლევა-ძიება შეავსებს ამ ცარიელ ფურცელს რაჭის არქეოლოგიაში.