ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

by magda

03.04.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველკვირეული ანგარიში მოისმინა.
ამ ეტპზე მუნიციპალიტეტში ვითარება უცვლელია,არ ფიქსირდება ვირუსის დადასტურებული არც ერთი შემთხვევა.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არ იმყოფება არც ერთი პირი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში იმართება.

შეხვედრების პარალელურად, მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები,რეკომენდირებული შუალედის დაცვით

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content