ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

01.04.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველკვირეული ანგარიში მოისმინა.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 31 მარტს გამოკვლევებზე გადაყვანილ მოქალაქეს ვირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არ იმყოფება არც ერთი პირი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში იმართება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა