დღეს ქალაქი ონი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება. საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

21.12.2025წ

დღეს ქალაქი ონი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.
აღმაშენებლის მოედანზე საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიურიად მიმდინარეობს. სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
პატარა სტუმრებისათვის მოწყობილია ჯადოსნური საბავშვო სივრცე სადაც მათ შეუძლიათ სახის მოხატვა, ზღაპრის გმირებთან ფოტოების გადაღება, თოვლის ბაბუსთან ქოხში სტუმრობა და საჩუქრების მიღება.
18:00 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ.
კონცერტის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საზეიმოდ აანთებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა