დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

by magda
დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.
დასუფთავების ფარგლებში მოწესრიგდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზო, ასევე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია.
აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს დეპუტატებმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა და აპარატის თანამშრომლებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სუფთა გარემოს მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობას.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მსგავს ინიციატივებში მონაწილეობას, რაც მუნიციპალიტეტში სუფთა, ჯანსაღი და მოწესრიგებული გარემოს შექმნას ემსახურება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content