დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე დავით აღმაშენებლის მოედანზე საზეიმოდ აინთო

by magda

26.12.2021წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე დავით აღმაშენებლის მოედანზე საზეიმოდ აინთო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს.
წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას სხვადასხვა ილუმინაციები და ციმციმები დაემატა.
“ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია, დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა. მინდა ყველას მოგილოცოთ კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს“, განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content