5
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება
26 ივნისს მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ” ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მოინახულა:
სოფელ სამთისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი:ი/მ სულხან გონაძე.
სოფელ ფსორში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები და სოფელ ცხმორში ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიის შემოიღობვის სამუშაოები.
შემსრულებელი:ი/მ ჯუმბერი კობერიძე.
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.