დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები

30.12.2025წ.

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის შეფერხება გამოიწვია.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.
ამ დროისთვის ქალაქ ონში ელექტრომომარაგება აღდგენილია. ელექტროენერგია არ მიეწოდება 60 სოფელს.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა