ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

31.12.2025წ.

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს!
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჯანიძემ, მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველმა მოადგილემ პაატა მაისურაძემ და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა ირმა ჩიხრაძემ ახალი წლის დღესასწაული იმ ორგანიზაციების მორიგე ჯგუფებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, სახანძროს, საავადმყოფოსა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, წარმატებული საქმიანობა უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა