დასრულდა ორდღიანი მასტერკლასის სერია ა(ა)იპ ონის საჭიდაო სკოლაში

06.01.2025წ.

დასრულდა ორდღიანი მასტერკლასის სერია ა(ა)იპ ონის საჭიდაო სკოლაში.
ორდღიანი აქტივობის ფარგლებში, საჭიდაო სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს მაღალი დონის ტიტულოვანი სპორტსმენებისგან შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება. ასევე ისაუბრეს ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე რომელიც თითოეულ აღსაზრდელს დაეხმარება შემდგომ ასპარეზობებზე წარმატების მიღწევაში.
მასტერკლასების სერია ოლიმპიურ პრიზიორთან – გიორგი მეშვილდიშვილთან ერთად, ავთანდილ კენჭაძემ ჩაატარა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ავთანდილ კენჭაძე ბოლო ექვსი წელია ამერიკაში ცხოვრობს და აქტიურად მოღვაწეობს. იგი თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და მასტერკლასებს ატარებს.
კოლუმბიის უნივერსიტეტში ასისტენტ ქოუჩის პოზიციაზე მუშაობს. ასევე, კალპოლის უნივერსიტეტში რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს.
ოკლაჰომას უნივერსიტეტიდან კი მიღებული აქვს შემოთავაზება და გეგმავს იქ გაემგზავრებას საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
მისი საქმიანობა ძირითადად მიმართულია მაღალი ასაკის ბიჭებთან მუშაობასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.
მოწვეულნი სტუმრები იყვნენ;
ოლიმპიური ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილი;
მსოფლიო ჩემპიონი – ნიკა კენჭაძე.
ა(ა)იპ ონის საჭიდაო სკოლა მადლობას უხდის ტიტულოვან სპორტსმენებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა