57
27.11.2020წ.
26 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და სოფლის დეპუტატთან ერთად, სოფელ ღებში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, სოფელში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები ასევე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია, სოფელში არსებული პრობლემების შესახებ და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სოფლის საჭიროების დათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მათ, სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში განაცხადა შეხვედრის დასასრულს მერმა.