დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას განაგრძობს

17.07.2020წ.

დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას განაგრძობს.
16 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ჩიკვაიძემ მუზეუმის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის , ჩვენი კუთხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის ,ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და მოვლა- პატრონობისთვის , ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი პერიოდის ექსპონატებია დაცული. აღნიშნული უნიკალური მასალები მუზეუმის საცავებში ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა.
შეხვედრისას ისაუბრეს მუზეუმში არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზების, სამოქმედო გეგმების და სტრატეგიის შესახებ, რაც შემდგომში დადებითად აისახება მუზეუმების განვითარებაზე, ასევე ქალაქ ონში მიმდინარე ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა