“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში

by magda

23.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო, რომელიც ხორციელდება GIZ-ის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით და ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია CBI. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების შერჩევის გზით ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად .
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან
ონის მუნიციპალიტეტში “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში გაიმართა
მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები და განხილულ იქნა საპროექტო წინადადებების კრიტერიუმები
შეგახსენებთ, პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 31 აგვისტომდე
კენჭისყრის ეტაპი – 31 ოქტომბრამდე
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე .

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content