გორის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა პროექტის „თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ პირველი სატრენინგო სესია გუნდურობისა და გუნდის შექმნის შესახებ

by magda

13.19.2023წ.

6-7 ოქტომბერს სოფელ ბოშურში, გორის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა პროექტის „თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ პირველი სატრენინგო სესია გუნდურობისა და გუნდის შექმნის შესახებ.
აკადემიის ფარგლებში გვესტუმრნენ პოლონელი პარტნიორები, უშუალოდ ტრენინგი კი ჩაატარა პაველ პოპოვმა, ქართველი ექსპერტის – დავით გუნაშვილის დახმარებით. ტრენინგს დაესწრნენ მონაწილე მუნიციპალიტეტების დუშეთის, ბოლნისის, ონისა და ამბროლაურის ხელმძღვანელი პირები.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის!
პროექტი ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა (სათეფა) და მიროშევსკის ცენტრთან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავებულია პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content