გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

by magda

18.07 2020წ.

გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა.
ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით 18 ივლისს ქალაქ ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N119-ში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები : ონის „მოედანი 1“ და ამბროლაურის „ ფეოლა“.
შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 8:2 ონის „მოედანი 1“ -ის გამარჯვებით.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ალექსანდრე თავშავაძე.
ბოკვერას სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი,
გამარჯვებული გუნდი „მოედანი 1“ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ თასით დააჯილდოვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს ბაჩანა მარკოიშვილმა სიგელები გადასცა.
ბოკვერას სახელობის ტურნირი ონის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება და ეძღვნება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენის გიორგი კირვალიძის ხსოვნას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content