1
19.01.2025წ.
გილოცავ საქართველო!
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 311-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან ოქტაგონზე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მერაბ დვალიშვილს ღირსეულ გამარჯვებას