გილოცავთ

14.01.2025წ.

გილოცავთ!
ონელი სპორტსმენების 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში.
მირიან მაისურაძე (92კგ) საქართველოს ჩემპიონი გახდა!
ზვიად მეტრეველი (125 კგ) ფინალში სოლომონ მანაშვილს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გუშინდელ ასპარეზობაში კი მესამე ადგილი თორნიკე სამხარაძეს (86კგ) ხვდა წილად.
ვულოცავთ ჩვენს საამაყო ონელ სპორტსმენებს ღირსეულ გამარჯვებას, კიდევ ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა