გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

31.05.2024.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლური სასაჩუქრები გადაეცათ.
საჩუქრები პატარებს სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა- სერგი ხიდეშლმა, მერის მოადგილე- ლევან შერაზადიშვილმა, რაჭა- ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა ონში- ირმა ჩიხრაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ონის ფილიალის ხელმძღვანელმა ზვიად ჯოხაძემ გადასცეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს ამ მნიშვნელოვან დღეს და უსურვებს მათ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას. ეს დღე გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მათ სრულყოფილი განათლების და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლიათ!

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს