ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

01.06.2024წ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის, ლიდა გონგაძის სახელობის მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის და ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიერ წარმოდგენელი იყო სპექტაკლი “შვლის ნუკრის ნაამბობი”.
ონის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. უსურვებს მშვიდობიან, ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს