20
31.12.2022წ.
ძვირფასო რაჭველებო, ონელებო, გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს თქვენს ოჯახებთან ერთად.
გასულ წელს გვქონდა ბევრი გამოწვევები, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წელი იქნება მეტად შედეგიანი ონის მუნიციპალიტეტისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს მოქალაქეებს, ექიმებს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებიან და რა თქმა უნდა ჩვენს შვილებს, პატარებს რომლებსაც განსაკუთრებით უხარიათ ახალი წლის დადგომა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წარმატებები და სიკეთე არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას.