55
26.11.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, გათბობის სისტემის მოწყობის, შენობის , იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს .
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი“ აწარმოებს, დირექტორი დავით ლაბაძე.
სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 101 865 ლარს შეადგენს.
გათვალისწინებული სამუშაოები 5 ნოემბრიდან – 56 (ორმოცდათექვსმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.