19
12.08.2019წ
12 აგვისტოს, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის, ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვენის ზიგმუნდ ფროიდის სახელმწიფო მუზეუმის გამოფენის “ეს არის ძლიერი სქესი ქალები ფსიქოანალიზში” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.