გარემოს დაცვის სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რამაც, შესაძლოა, სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა გამოიწვიოს

by magda

20.10.2023წ.

გარემოს დაცვის სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რამაც, შესაძლოა, სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა გამოიწვიოს.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ეროვნული პარკი შეიქმნა. პარკის ფართობი 50 894 ჰექტარ შეადგენს.
ეროვნული პარკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა.
რაჭის ეროვნული პარკის შექმნა რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს. კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით.
დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.
გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ KfW Bankengruppe გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, ფარგლებში, ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტიდან 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
• რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, როგორიცაა გიდი, გამყოლი, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, სასტუმრო, ღამის გასათევი და სხვა, რაც დამატებით შემოსავლის წყაროს გააჩენს;
• ხელი შეეწყობა ტრადიციული საქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებას;
• განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
2022 წლის თებერვალში, კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” აუქციონი წესით, კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო ლიცენზია რაჭაში, 97 000 ჰექტარი ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზია გაიცა კონკრეტულ წინადადებებით: რეკრეაციული და ეკოტურიზმის განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სახეობების აღდგენა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სანადირო სახეობები გამრავლება და შეეძლო ბუნებიდან მისი ამოიღება; ლიცენზიის თანახმად, ასევე, არ იზღუდებოდა ადგილობრივ მოსახლეობისთვის ტყით ტრადიციული სარგებლობის უფლება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანიას „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” დარღვეული აქვს ლიცენზიის პირობების შესრულების ვადები. სახელმწიფოს მხრიდან გატარებულია ადეკვატური ზომები: სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის, მართვის გეგმის პროექტის წარმოუდგენლობის (15.05.23), პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის (16.06.23) გამო შედგა ოქმები.
ლიცენზიის პირობების შესრულება სავალდებულოა ერთნაირად ყველა ლიცენზიანტისთვის, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემაა კლიმატის ცვლილებების ფონზე დაცული ტერიტორიების გაფართოვება.
სამინისტრო რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content