განცხადება

02.09.2025წ.

განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების მიერ ჯამში გამოცხადებულია 26 ვაკანსია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სტაჟიორი-
ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი-
იურიდიული სამსახურის სტაჟიორი-
ეკონომიკის სამსახურის სტაჟიორი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს – ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტაჟიორი- https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94969…;
ონის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ წარმატებებს!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა