7
22.10.2021წ.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვი კვლავ თავისუფლად გადაადგილდება
დღეს დილით ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში მისულ ზედამხედველს ახლადდაგებული მწვანე საფარი (მინდორი) პირუტყვის მიერ საკმაოდ დაზიანებული დახვდა.
შეგახსენებთ, რომ 1 კვ.მ აღნიშნული მწვანე საფარის მოწყობა, საჭირო კომუნიკაციებით, შეადგენს 65 ლარს.
ქალაქში უმეთვალყურეოდ გაშვებული პირუტყვი კი აზიანებს მწვანე ნარგავებს და აბინძურებს გარემოს, გარდა ამისა იკვებება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქუჩებსა და სკვერებში პირუტყვის უკონტროლოდ გაშვების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები.
მოუწოდებს ქალაქ ონის მოსახლეობას ქალაქის იერსახეზე ზრუნვისკენ და საქალაქო გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში დახმარებისკენ.