განცხადება

27.08.2021წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!!!
26 – 27 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა.
ქალაქი ონი – 11
სოფლები: ღები – 2, გლოლა – 7, უწერა – 1, საკაო – 1, ღარი – 4, წმენდაური – 2, ჭალა – 2, ლაჩთა – 1, ირი – 2, ცხმორი – 1, შქმერი – 1.
თვითიზოლაციაში იმყოფება 153 მოქალაქე, მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
16 – 27 აგვისტოს, კორონავირუსით ინფიცირებულია 34 მოზარდი (6 თვის ასაკიდან – 16 წლის ჩათვლით).
მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ!!!
გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას და დაიცავით 1,5-2 მ. დისტანცია.
დაიცავით ხელების ჰიგიენა და ხველის ეტიკეტი
გამოიყენეთ პირბადე როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.
საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით უბნის ექიმს ტელეფონით.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
ნონა ბაკურაძე ტელ: 599 93 11 92

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა