6
15.03.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა ნიკოლოზ ბერუჩაშვილმა თვითიზოლაციის წესების დაცვის მონიტორინგის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფი ორი მოქალაქე მოინახულა.
ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტში ახალი covid 19 ის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული,თვითიზოლაციაში რჩება 2 პიროვნება.
მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ როგორც საკუთარ ასევე სხვის ჯანმრთელობას,დარჩნენ სახლებში და საჭიროების შემთხვევაში კავშირი იქონიონ ექიმებთან.
პრობლემის დროული იდენტიფიცირება,მის დროულ მიგვარებასთან პირდაპირ კავშირშია.