განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

by magda

12.10.2023წ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ნინო მეტრეველმა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის დირექტორმა – დალი რაზმაძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, 11 მოსწავლე დაჯილდოვდა. წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით წელს საგრძნობლად გაიზარდა და ეს თითოეული პედაგოგის ფასდაუდებელი შრომის შედეგია.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content