8
ამ დროისთვის მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებულ სკვერში ნარგავების განახლება-გამრავალფეროვნებასამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერიის თანამშრომლები.
სკვერების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანების სამსახური.
ონის მუნიციპალიტეტის მერია იმედს გამოთქვამს ,რომ სკვერების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება და გაუფრთხილდება ქალაქის იერსახეს.
საგაზაფხულო რგვები ქალაქ ონში მომავალშიც გაგრძელდება.