21
08.10.2021წ.
პროექტის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.
უფრო კონკრეტულად კი საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს:
ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობა არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი.
მომსახურების მიხედვით კლინიკების ჩამონათვალი ონში კი ასეთია:
ონი- 15-16 ოქტომბერი შპს ”რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” ქ. ონი ვახტანგ მე-6 ქ.10 (09:30/20:00 სთ);
მომსახურების სარგებლობისთვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე- 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!