ბავშთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ხელშეწყობით და საკალათბურთო ბავშვთა აკადემიის ინიციატივით, ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სასპორტო სკოლის კომპლექსში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

by magda

28.04.2025წ.

27 აპრილს, ბავშთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ხელშეწყობით და საკალათბურთო ბავშვთა აკადემიის ინიციატივით, ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სასპორტო სკოლის კომპლექსში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, ონის საკალათბურთო გუნდსა და კალათბურთის ბავშვთა აკადემიას შორის (U14).
ამხანაგური შეჯიბრი გაცნობითი ხასიათის იყო და მოზარდებს შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი ესწრებოდნენ.
ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის პრეზიდენტმა – ბესიკ ლიპარტელიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორ გუნდ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივას, მისი განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში მოხდება გაცვლითი შეხვედრების ჩატარება, მწვრთნელების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლება, მსგავსი სახის აქტივობები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content