0
26.01.2026წ
ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტანმოვარჯიშე ლიზა დვალიძეს, ანა ჭელიძეს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდოები, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გასული წლის განმავლობაში ახალგაზრდა სპორტსმენებმა სხვადასხვა შეჯიბრებებზე მაღალი შედეგები აჩვენეს და არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის და ბავშვებს წარმატება უსურვა მომავალ შეჯიბრებებზე.
ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციისა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება.
