1
01.05.2025წ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით ფრენბურთში მინი ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი ბეერ-შევას სახელობის სასპორტო სკოლის კომპლექსში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ექვსი გუნდი იღებდა.
დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასპორტო სკოლის კომპლექსის და შოდის გუნდები დაუპირისპირდნენ, რაც სასპორტო სკოლის კომპლექსის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.