0
01.06.2025წ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საჩუქრები პატარებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ღონისძიება რწმუნებულის ადმინისტრაციის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.