ახალი წლის დღეები იწყება

by magda

20.12.2025წ.

ახალი წლის დღეები იწყება!
21 დეკემბერს, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი.
•14:00 საათი- თოვლის ბაბუის სახლი, ფოტო კუთხე, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს;
•16:30 საათი- ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;
•18:00 საათი გალა კონცერტის დასაწყისი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თიკა ჯამბურია, მირზა მოდებაძე, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ირინა ბაირამაშვილი, გოგა მესხი, ზუკა ხუციშვილის ბენდი.
•18:10 საათი -ნაძვის ხის ანთება;
•19:40 საათი- ფოიერვერკი;
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content