ახალი წელი ონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა

by magda

ახალი წელი ონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა,რომელსაც ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა,კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლი და სამუსიკო სკოლა. კონცერტმა როგორც ყოველთვის მხიარულად ჩაიარა. საახალწლო ღონისძიების დასასრულს მერის ინიციატივით გაჟღერდა იდეა, რომ მსურველები ახალი წლის შემოსვლას ონის ცენტრში, საახალწლოდ მორთულ ნაძვისხესთან შეხვედროდნენ. ამ ინიციატივას გამოეხმაურენ სხვადასხვა თაობის ონელები და 12 საათზე ონის ცენტრში იმპროვიზებული ღონისძიება გაიმართა, რაც საზეიმო ფეიერვერკით დაგვირგვინდა. აქვე გაჩნდა იდეა-ახალი წლის მსგავსი აღნიშვნა ტრადიციად იქცეს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომალ ახალ წელს ამ ღონისძიებაში უფრო მეტი ონელი ჩაერთვება.
ახალი წლის ღამეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის “პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თვმჯდომარე-ბაჩანა მარკოიშვილი, მერის წარმომადგენელი ქ.ონში ეკა მაისურაძე ესტუმრნენ სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომელებს, ადამიანებს რომლებსაც სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დღესასწაულებზეც სამსახურში ყოფნას ავალდებულებთ. ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ საპატიო პროფესიის ადამიანებს ახალი წელი პირადად მიულოცა.

02 025 023 021 024 018 017 011 012 013 014 015 016 010 09 08 07 06 05 26166287_1555667367855984_4667846945411113347_n 04 03 01

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content